თუ ცხოველები არ გიყვართ, ნუ წაიკითხავთ ამ პოსტს, მაინც ვერ გაიგებთ, დეპრესიული მელანქოლიკი უსაქმური გეგონებით, ხელოვნურად მოგეჩვენებათ ჩემი პოსტი და არასოდეს აღარ შემოხვალთ ამ ბლოგზე
ცოტა შორიდან მოვუვლი..
ბავშვობიდან ვგიჟდებოდი ცხოველებზე.
რაც თავი მახსოვს, სოფელში კატებს და ძაღლებს დავყვებოდი კუდში, საწყალი ბებიაჩემი, ლამის სპირტით წმინდავდა, რომ რამე არ დამმართნოდა იმათი ბეწვისგან.
თბილისში კვირა არ გავიდოდა, სახლში უპატრონო ლეკვი, ან კნუტი რომ არ მომეყვანა. მიდიოდა მერე ხვეწნა-მუდარა: “დავიტოვოთ”, “ცოდოა”, “მე მოვუვლი”, სამაგიეროდ კარგად ვისწავლი”, “დედა არ ყავს, მოკვდება”.. მერე ვაღწევდით შეთანხმებას, რომ ეზოში იცხოვრებდა, ჩვენს სადარბაზოსთან ახლოს და ჩვენ ვაჭმევდით და მოვუვლიდით..
ასე გავატარე ბავშვობა და დღესაც ასე ვარ: ეზოს ძაღლებს და კატებს სულ მე ვაჭმევ და ვემეგობრები
)))
რამდენიმე წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ დავითანხმე დედაჩემი, რომ სახლში ძაღლი მოგვეყვანა, პირობა მივეცი, რომ მე მოვუვლიდი, გავასეირნებდი, დავბანდი.. კარგად გავზრდიდი და სახლში არაფერს არ გააფუჭებდა. ჩემი და-ძმაც ამყვა და 3 ხმაში ზუზუნმა შედეგი გამოიღო.

დედაჩემის დაქალის ძაღლს ლეკვები გაუჩნდა. მივედი წამოსაყვანად. საკმაოდ პატარა სახლში 15 შვი წერტილი დაბორიალობდა, დედა სათითაოდ აგროვებდა, ყუთში ყრიდა, ისინი უკან გადმოდიოდნენ.. ![]()
ყველაზე შავი, აქტიური და ჭყვიტინა წამოვიყვანე. სანდრა დავარქვი და შვილივით ვზრდიდი. საჭმელს რომ არ ჭამდა, კოვზით ვაჭმევდი, თუ ცუდ ხასიათზე იყო, ჩემთან ვაძინებდი, ჩემსას ვიკლებდი და სანდრას საჭმელზე და მოსავლელ ნივთებზე ფულს არ ვზოგავდი არასოდეს.
რომ გავთხოვდი, ჩემთან წავიყვანე. თავიდან ჩემს ქმარზე იეჭვიანა, ეფერებოდა და ელაქუცებოდა, მაგრამ მაინც ალმაცერად უყურებდა. ერთხელ ვთამაშობდით, ხელში ამიყვანა და რაღაც რესკი მოძრაობები გააკეთა, სანდრა უცებ გაჩნდა საიდანღაც, მიახტა ჩემს ქმარს, კედელზე მიაყენა და შეუღრინა.. ![]()
მერე გაუშინაურდა, დილაობით იმას ჩაყავდა ხოლმე, ასეირნებდა, ეფერებოდა, თავის ჭკუაზე ზრდიდა, როცა მკაცრად ექცეოდა, მე ისტერიკებს ვაწყობდი…

სანდრა ერთადერთია(ახლა ჩემი ნამდვილი შვილიც მიემატა ამ სიას), რომლის გამოც მდგომარეობიდან გამოსვლა და თავზე ხელის აღება შემიძლია,
მეზობლებთან, პარკში აბეზარ მოხუცებთან ხელჩართული ბრძოლები გადამიტანია მის გამო.
ჩემს ძაღლზე რომ “დაუბანელიაო” ამბობენ, მე შეურაცხყოფად ვიღებ, ზუსტად ისე, ჩემს შვილზე რომ თქვას ვინმემ იგივე…
))
მე და სანდრას მაგარი დრო გვაქვს ერთად ნატარები
) პავლოვზე, წითელ პარკში ვიყავით ხოლმე ყოველ საღამოს, სხვა ძაღლებიც ჩამოდიოდნენ და იყო ერთი გნიასი..
როცა ძალიან მიჭირდა, სანდრა მყავდა გვერდით, რაღაცნაირად თანამოაზრე იყო, უსიტყვოდ ესმოდა ჩემი (სიტყვებით მართლა ყველაფერი ესმის, რთული თანწყობილი წინადადებებიდან გამოაქვს აზრი
),
როცა ცუდად ვიყავი, ხვდებოდა და გატრუნული იწვა ჩემს გვერდით, ხანდახან ცხვირს წამკრავდა და მეფერებოდა..

მერე იყო დიდი “ცვლილებები” ჩემს ცხოვრებაში. მე და სანდრა “ძველ” სახლში დავბრუნდით.
ეხლა ის დედაჩემთან ცხოვრობს, მე აქ, ჩემს ქმართან და “ნამდვილ” შვილთან ერთად ![]()
იშვიათად მივდივარ სანახავად. ხანდახან მესიზმრება, როგორ ვთამაშობთ პარკში, მე ვემალები, ის შეშინებული მეძებს..
სინდისი მაწუხებს, თითქოს მივატოვე. არადა კარგად არის, უვლიან, ასეირნებენ, ისე ხშირად ვერა, მაგრამ მაინც.. მე საჭმელს ვუგზავნი ხოლმე აქედან, წამლებზე და აცრებზე ვზრუნავ.
მაგრამ მაინც მგონია, რომ ვუღალატე.
ადრე, პატარა რომ იყო, დაიკარგა, მეგონა, ვინმე წაიყვანდა, შევძარი მთელი უბანი და ვერ ვიპოვნე, სახლში ამოვედი და კარებთან დამხვდა, გაფართოებული თვალებით..
მაშინ შევპირდი, რომ არასოდეს არ მივატოვებდი.. და ვერ შევუსრულე.

როცა მივდივარ, ყირაზე გადადის სიხარულისგან. რომ შემატყობს, რომ წასვლას ვაპირებ, კარებთან ჯდება და არ მატარებს, რომ გავდივარ, მომყვება და ძლივს ვაბრუნებ სახლში. მერე აივანზე გარბის, მიყურებს, როგორ მივდივარ და ჩუმად წკმუტუნებს.
რამდენჯერ მიტირია გზაში ამის გამო..
ჩემები ძალიან უყვარს, მაგრამ მისი პატრონი მე ვარ და ჩემთან უნდა.
მე ვუღალატე, არ შევუსრულე რასაც დავპირდი, სანდრას ისევ ისე ვუყვარვარ, როგორც მაშინ, როცა ყოველ საღამოს 2 საათით პარკში ჩამყავდა და მასთან ერთად გადავდიოდი ყირაზე.
სანდრა მაგარი გოგოა.
და უანგაროდ ვუყვარვარ.
ასეთი სიყვარული მხოლოდ ცხოველებს შეუძლიათ, ადამიანებს არ აქვთ იმდენად სუფთა გული, რომ ღალატი აპატიონ ვინმეს..
იმედი მაქვს, მალე გადავალ ჩემს სახლში, სანდრასაც წავიყვან და დუდუ მასთან ერთად გაიზრდება.

